top of page

Sun, May 21

|

kahoot

ტვინების ჭადრაკი - I ეტაპი

ტვინების ბრძოლა იწვევს 1-12 კლასის მოსწავლეებს ტვინების ჭადრაკზე - ჭადრაკის ფედერაციასთან კოორდინირებით, თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე, რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს.

Registration is closed
See other events
ტვინების ჭადრაკი - I ეტაპი
ტვინების ჭადრაკი - I ეტაპი

ჩატარების ადგილები

May 21, 2023, 3:00 PM – 5:00 PM

kahoot

პროექტის შესახებ

ჭადრაკი უკვე 1400 წელია არსებობს. საინტერესოა რატომ არის იგი დღემდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პედაგოგიური ინსტრუმენტი სკოლებში? ევროპისა და მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო სისტემების მქონე ქვეყნებში.

ჭადრაკი როგორც სავალდებულო საგანი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე წელს დაინერგა. ჩვენი ორგანიზაცია გულშემატკვრობს და განსაკუთრებული ინტერესით აკვირდება სწავლების მიმდინარეობასა და თავისებურებებს.

თანამედროვე გამოწვევების კვალდაკვალ, ჩვენს ტვინიკოს მოსწავლეებს ვთავაზობთ ჭადრაკის პირველ ფართომასშტაბიან ტურნირს.

„ჭადრაკი აუმჯობესებს მოსწავლეთა მრავალმხრივ უნარებს, როგორებიცაა: ყურადღება, კონცენტრირება, მეხსიერება, ანალიზი, ლოგიკა, გადაწყვეტილების მიღება, სივრცეში ორიენტირება და სხვა. ეს კი, პირდაპირ კავშირშია “ტვინების ბრძოლის” იმ მთავარ ფასეულობებთან რომელსაც ჩვენი პროექტებით მოსწავლეებს ვუზიარებთ.

სასიხარულოა რომ ჭადრაკი,როგორც საგანი სულ უფრო პოპულარული ხდება საქართველოს სკოლებში.  ტვინების ბრძოლა იწვევს  1-12 კლასის მოსწავლეებს ტვინების ჭადრაკზე  - ჭადრაკის ფედერაციასთან კოორდინირებით, თამაშის კლასიკური ვერსიისა და უახლესი ტექნოლოგიების კომბინაციით შექმნილ უნიკალურ ტურნირზე. რომელიც საქართველოს ჩემპიონებს გამოავლენს

პირველი ეტაპი - შესარჩევი წერა:

საჭადრაკო სპეც.ტესტი  მოიცავს ,როგორც საჭადრაკო ელემენტებს , ასევე ზოგად ლოგიკური შეკითხვებს,რომელიცალ  ტვინების ბრრძოლის”  ფორმატთან მჭიდრო კავშირშია.

შეჯიბრი გაიმართება ონლაინ 21 მაისს, პლათფორმა Kahoot ის გამოყენებით. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია რეგისტრაცია www.brains.ge/register

მონაწილემ უნდა გადალახოს 50% იანი ბარიერი რათა შეძლოს ასპარეზობის გაგრძელება. წარმატებულ მონაწილეებს შორის გაიმართება კენჭისყრა. რომლის მიხედვით დაკომპლექტება წყვილები მეორე ეტაპისთვის.

7 მაისს გაიმართება Online სავარჯიშო შეკრება, სადაც ტვინების მოჭადრაკეებს საშუალება ექნებათ პირადად მოისმინონ სასარგებლო რჩევები ორგანიზატორებისგან, ასევე გაივარჯიშონ შესარჩევი ეტაპისთვის.

მეორე ეტაპი -ფინალი რეალურ გარემოში:

“ტვინების ჭადრაკის” ფინალი გაიმართება 17 ივნისს, რეალურ გარემოში. მონაწილეები დაწყვილდებიან კენჭისყრის მეთოდით და ერთმანეთთან კონკურენციაში იქნებიან რეგიონების მიხედვით.

ტურნირის დებულება

1. ორგანიზატორი: საგანმანათლებლო პროექტების ორგანიზატორი კომპანია “ტვინების ბრძოლა”

2. სისტემა და კვალიფიკაცია: ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, 7 ტურად.

სასტარტო სიისათვის კენჭისყრა გაიმართება კომპიუტერული პროგრამით - SwissManager, კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდება როგორც  www.chess-results.com  (GEO) ასევე ჩვენს საიტზე www.brains.ge/results

3. დროის კონტროლი: ჩემპიონატის სათამაშო დღის ხანგრძლივობა 3-4 საათი, შესვენებების ჩათვლით.  ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი, სვლაზე 5 წამის დამატებით.

4. მონაწილეები: ტურნირზე დაიშვებიან 1-12 კლასის ის მოსწავლეები, რომლებმაც გადალახეს “ტვინების ჭადრაკის” პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.(50% ბარიერი) მონაწილეები განაწილდებიან  სამ ასაკობრივ კატეგორიაში:

  • U3 (1-ლი, მე-2, მე-3 კლასის მოსწავლეები)
  • U6 (მე-4, მე-5, მე-6, კლასის მოსწავლეები)
  • U12 (მე-7, მე-8, მე-9, მ-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები)

5. გამარჯვებულთა გამოვლენა: ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი ოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში ადგილები განაწილდება: 1. პირადი შეხვედრა; 2. ბუჰგოლცი (ყველა მეტოქის ქულათა ჯამი); 3. მოგებების რაოდენობა; 4. შავებით ნათამაშები პარტიები.

სამ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან როგორც საქართველოს ჩემპიონები, ასევე რეგიონში პირველი სამი ადგილის მფლობელი მოჭადრაკეები.

საქართველოს ჩემპიონებს ტიტულთან ერთად გადაეცემათ მთავარი პრიზი - საგზური ტვინების ბრძოლის საზაფხულო ბანაკში. ასევე, სიმბოლურ და წამახალისებელ პრიზებს მიიღებს ყველა ფინალისტი, რომელმაც შეჯიბრებაში კარგი შედეგი აჩვენა.

მონაწ. საფასური

  • Chess

    ტვინების ბრძოლის ჭადრაკის I ეტაპის მონაწილეობის ბილეთი

    GEL 25.00
    +GEL 0.63 service fee
    Sale ended

Total

GEL 0.00

გაზიარება

bottom of page